ირკვევა, რომ რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ ბელარუსის ან რუსეთის ტერიტორიაზე უშვებს ხალხს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC წერს, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებული ევაკუაციის მარშრუტები აჩვენებს, რომ დერეფანი კიევიდან ბელარუსში ხალხის გასვლას გულისხმობს, ხარკოვიდან კი მხოლოდ რუსეთისკენ მიმავალი დერეფანია გახსნილი.
მარიუპოლისა და სუმის დერეფნები იძლევა შესაძლებლობას მიაღწიოთ როგორც უკრაინის ქალაქებს, ასევე რუსეთს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო AFP.
RIA Novosti-ის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები დილის 10:00 საათიდან აცხადებენ „დუმილის რეჟიმს“ კიევიდან, მარიუპოლიდან, ხარკოვიდან და სუმიდან მცხოვრებლების გასასვლელად. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი პირადი თხოვნის შემდეგ მიიღეს.
ამავე თემაზე: