რუსეთი ამბობს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა რამდენიმე ქალაქიდან მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ

გამოქვეყნდა:

რუსეთი აცხადებს, რომ დღეს, ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის უკრაინის რამდენიმე ქალაქში, რათა მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან შესრულდება, ევაკუაციის მარშრუტები განისაზღვრა დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვში, მარიუპოლში და სუმიში. ყველა ეს ქალაქი ამჟამად რუსეთის მნიშვნელოვანი თავდასხმის ქვეშაა.

უკრაინის ოფიციალური პირები ამას ჯერ არ ადასტურებენ.

შაბათ-კვირას, ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მარშრუტის გასახსნელად ორი მცდელობა ჩაიშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი