პროცესი ჰააგაში - უკრაინას დროებით ღონისძიებებზე 3 მთავარი მოთხოვნა აქვს

გამოქვეყნდა:

ჰააგის სასამართლომ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო - პირველადი განხილვისას ჰააგა პუტინის სამხედრო აგრესიის დაწყების მიზეზად გენოციდს არ ადასტურებს.

უკრაინის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ეთნიკური რუსების წინააღმდეგ გენოციდი იყო, რაც გამყარებული არ არის არანაირი მტკიცებულებით.

დღეს სასამართლო ისმენს უკრაინის არგუმენტებს, რომლებსაც რუსეთმა პასუხი უნდა გასცეს. 

უკრაინის მხარეს დროებით ღონისძიებებზე 3 მთავარი მოთხოვნა აქვს:

  • დაუყონებლივ შეწყდეს საომარი ოპერაცია უკრაინის ტერიტორიაზე
  • გაიყვანოს რუსეთმა ყველა სამხედრო ძალა, ქვედანაყოფი და ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
  • შეწყვიტოს რუსეთმა ყველა ქმედება, რომელმაც მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს.

პირველ ეტაპზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ამბობენ, რომ ამ დრომდე მოპოვებული მტკიცებულებებით რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულის კვალი იკვეთება. 

"ზოგი იტყვის, რომ 2022 წლის 24 თებერვალი შავი დღეა გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის ისტორიაში, რადგან რუსეთმა ის ნაფლეთებად აქცია. ამ სასამართლოს შეუძლია და ვალდებულიცაა ეს კონვენცია გაამთლიანოს. ამას დრო დასჭირდება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ითხოვს უკრაინა სასამართლოსგან, რომ დაუყონებლივ მიიღოს დროებითი ზომები რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად",- თქვა უკრაინის წარმომადგენელმა, ჟან-მარკ ტუვენენტმა

რუსეთის მხრიდან ომის დანაშაული, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და გენოციდი - ეს არის ის სამი მიმართულება, რომელზეც ჰააგის სასამართლოში განხილვები გაგრძელდება. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი