
თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესი უკვე 3 საათია გრძელდება. ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი დასკვნით სიტყვაში უსაფუძვლო ბრალდებებსა და პოლიტიკურ მოტივაციაზე ამახვილებს ყურადღებას.
"რუსთავი 2-ის" საქმეზე ბოლო პროცესი ოთხშაბათს, 9 მარტს არის ჩანიშნული, გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას".