უკრაინაში სამხედრო ინტერვენციით მსოფლიოსთვის გამოცხადებული ომი და ჩიხში მოქცეული "ქართული ოცნება". პუტინის მორიგმა ამბიციურმა და გამანადგურებელმა გეგმამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, რაზეც ივანიშვილის გუნდს სამოქმედო სტრატეგია ჰქონდა აგებული.
სახელისუფლებო ლიდერები აგრესორის ღიად ხსენებას ვერც ამჯერად ბედავენ, და აღარც წლების განმავლობაში აპრობირებული რიტორიკა მუშაობს. "ოცნება", რომელიც წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთის ღიად დადანაშაულებას არც ახლა აპირებს.
განმარტებების გაკეთება კი სახელისუფლებო პარტიას მაინც მოუწევს - მეგობარი სახელმწიფოსთვის, იმ ფარული მოლაპარაკებებისა და კოლაბორაციონიზმის გამო, რომელსაც ოკუპანტ სახელმწიფოსთან სისხლიზმღვრელი ომის პარალელურად ახორციელებს.