საქართველოს მთავრობას EU-ში გაწევრიანებაზე ფორმალური პოზიცია აქვს, რაც კარგი არაა - ჟოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ ჟოზვიაკი "მთავართან" ამბობს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე თანხმობის მიღება რთული იქნება. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფორმალური პოზიცია აქვს, რაც კარგი არ არის.

"ძალიან რთული იქნება სამივე ქვეყნისთვის გაწევრიანების მიღება. ახლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მისი საკითხი დაჩქარებული პროცედურით მიმდინარეობს. ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ერთსულოვნად უნდა მოხდეს სამივე ქვეყნისთვის მხარდაჭერა. ეს არ იქნება მარტივი, საქართველოს კი გრძელი გზის გავლა მოუწევს. საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფორმალური პოზიცია აქვს, რაც არ არის კარგი. საქართველოში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, არის კორუფცია, ეს კი  უზარმაზარი პრობლემაა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს", - ამბობს ჟოზვიაკი. 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროკავშირს მყისიერი რეაქცია ჰქონდა ასოცირებული ქვეყნების განცხადებაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნების მიმართ მხარდაჭერას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი