კიევის ეროვნული უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ რიჟვაძეს კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლა არ დაუსრულებია.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი წუხს, რადგან მათმა ასპირანტმა უკრაინა ვერ შეიყვარა:
"აჭარის მთავრობის ხელმღვანელ თორნიკე რიჟვაძეს არ მიუღია სამეცნიერო ხარისხი კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში. 2015 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტში, 2017 წელს ოჯახური მდგომარეობის გამო, თავისივე ნებით სწავლა შეწყვიტა.
ვწუხვართ, რომ როგორც ჩვენმა ასპირანტმა, ვერ შეიყვარა უკრაინა," - წერია უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: