ოკუპანტების თანამზრახველი - ამ სექციაში შეიყვანა უკრაინულმა საიტმა myrotvorets აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მიზეზი მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც დასმულ კითხვაზე - ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, ჟურნალისტები "დარგის ექსპერტებთან" გადაამისამართა.
myrotvorets [მშვიდობისმყოფელი] - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ჰუმანურობისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრი;
საიტი უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს და აღრიცხავს იმ მოხალისეებს, დაქირავებულ მკვლელებს, სამხედროებსა, თუ ომის დამნაშავეებს ვინც ოკუპანტების მხარეს იბრძვის.