უკრაინის გენერალური პროკურატურა ყოფილი პრეზიენტის, პეტრო პოროშენკოსათვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ამის შესახებ შუამდგომლობას 18 ივნისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე დააყენებს.
პეტრო პოროშენკოს ირგვლივ მიმდინარე საქმეს გამოეხმაურა მისი ადვოკატი, რომელმაც ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლება ოპოზიციის დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
უკრაინის პროკურატურა ყოფილ პრეზიდნეტს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისთვის უკანონო ბრძანების გაცემასა და ქვეყნიდან ხელოვნების ნიმუშების უნებართვო გატანას ედავება.