
რუსებს ყარაბაღიდან ჯარები გაჰყავს. როგორ ტოვებს ხანკენდის ტერიტორიას ოკუპანტი ქვეყნის არმია, კადრებს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. რუსების ქვეითთა საბრძოლო მანქანები ცოცხალ ძალასთან ერთად ყარაბაღს ლაჩინის დერეფნის გავლით ტოვებს. სავარაუდოდ ოკუპანტები ახლა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში, რუსული სამხედრო ბაზისკენ მიდიან.
პუტინს სურს ყველა საჯარისო დანაყოფი კონფლიქტის ზონაში გადასხას, რადგან ოკუპანტი რუსეთის ცოცხალ ძალას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. ყარაბაღამდე, პუტინმა უკრაინის მიმართულებით ჯარები გადაისროლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და დნესტრისპირეთიდანაც.