რუსულ პოლიტიკურ ინტერესებთან გადაჯაჭვული "ქართული ოცნება" - დასავლეთის სანქციებმა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, არ ჩაერთოს ამ სანქციებში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მმართველი პარტია უშუალოდ კრემლის ინტერესებით მოქმედებს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევა პირდაპირ აჩვენებს. თუ რამდენად მჭიდროა რუსი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ოლიგარქების კონტაქტი საქართველოს მმართველ პოლიტიკურ კლანთან. "ოცნება" ამ კავშირებს უარყოფს, მაგრამ უკვე დასავლეთშიც აშკარად ხედავენ და კითხვები უჩნდებათ საქართველოს მთვრობის პრორუსული ნაბიჯების გამო.
მაგალითად, რუსი ოლიგარქი მიხეილ ფრიდმანი საქართველოში ორ კომპანიას ფლობს, "ბილაინსა" და "ბორჯომს" - 3 მარტს ის დასავლეთისგან სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა, თუმცა, ბიზნესმენს საქართველოში ბიზნესის კეთებაში ეს ხელს არ შეუშლის. "ოცნების" საარჩევნო კამპანიის შემომწირველები არიან ოქროს მომპოვებელი კომპანია არემჯი გოლდი, მის პარტნიორ რუსულ კომპანიებთან ერთად - მათ საქართველოს ხელისუფლებამ ოქროს მოპოვების 25 წლიანი ნებართვა მისცა, თავის მხრივ ამ კომპანიებმა ქართულ ოცნებას ჯამში 800 ათასი ლარი შესწირეს.