ყველა რუსმა უნდა გადაიხადოს პუტინის აგრესიის, მშვიდობიანი უკრაინის ქალაქების დაბომბვის, დაღუპული ბავშვების, მგლოვიარე დედების ცრემლებისთვის - წერს ფეისბუქზე უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.
მისი თქმით, ასეთები პირველ რიგში არიან ის ადამიანები, ყველა რანგის თანამდებობის პირები და მათი მოადგილეები, რომლებმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ძარცვითა და ქურდობით დიდძალი ქონება დააგროვეს და ცივილიზებულ ქვეყნებში გადამალეს.
"უკრაინაში ასობით ხიდი და ესტაკადა ააფეთქეს, ასობით სკოლა და საავადმყოფო დაიბომბა, დაიღუპნენ ბავშვები, ქალები და მოხუცები. უკრაინისთვის მიყენებული ზიანი უკვე ასობით მილიარდ აშშ დოლარშია შეფასებული. ფაშისტურ რუსეთის ფედერაციას მოუწევს ამ ყველაფრის გადახდა ჩვენი გამარჯვების შემდეგ!" წერს გერაშენკო.
მისი თქმით, ზღვაში წვეთია სეჩინის, უსმანოვისა და სოლოვიევის აგარაკებისა და იახტების დაკავება და ჩამორთმევა:
"ექსპერტების აზრით, 30 წელიწადში რუსებმა მხოლოდ ევროკავშირში უძრავი ქონება 1 ტრილიონ აშშ დოლარად იყიდეს. ეს არის ბინები, მდიდრული სასახლეები და იახტები.
ხშირად ეს ქონება ფიქტიურ პირებზე იწერება. ქურდი რუსი ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების ვილები და სასახლეები უნდა გახდეს სანატორიუმები დაშავებული უკრაინელი ბავშვებისა და სამხედროებისთვის.მაგრამ ამისთვის უკრაინას მოუწევს კოლოსალური სამუშაოს გაწევა, ამ ქონების მოძიება, პოვნა, ჩამორთმევა." წერს გერაშენკო და ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ მიმართვას ახსენებს, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა რუს პროპაგანდისტებს მიმართა.
გერაშენკო მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია რუსი თანამდებობის პირების, დეპუტატების, ოლიგარქების ქონების შესახებ საზღვარგარეთ, ინფორმაცია მიაწოდონ უკრაინის შესაბამის სამსახურებს, ელექტრონულ მისამართებზე (ბოტის პროექტი)
"ჩვენები ყველგან არიან! "
@property_evil_bot
propertyevil@gmail.com
შეტყობინებებში აუცილებელია მიუთითოთ უძრავი ქონების მისამართი ან დასახელება, მოძრავი ქონების რაოდენობა - იახტები, ნავები, თვითმფრინავები, მანქანები. ინფორმაცია მფლობელების შესახებ - რეალური და გამოგონილი, მათი გვერდები სოციალურ ქსელებში." წერს გერაშენკო.
მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, ინფორმაციის მიმწოდებლის ანონიმურობა გარანტირებულია.