პეტერბურგელი ჟურნალისტი და "მედიაზონის" ფოტოკორესპონდენტი, დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე მისმა ცოლმა, ადვოკატმა, ვარვარა მიხაილოვამ გაავრცელა.
"40 საათი ვიყავით საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 2 დღე ველოდით მის გახსნას, რომელიც გაიხსნა ზვავსაშიშროების შემდეგ, 8 საათი ვიდექით რუსეთის მხარეს, ქართულ მხარეს 14 (!) საათი, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს მეუღლეს, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელს, მიეღო პასუხი, აეკრძალოს საქართველოში შესვლა ფორმულირებით "სხვა მიზეზები" - წერს ის.
თავად ჟურნალისტი Twitter-ზე წერს, რომ 14 საათი ელოდა პასუხს, საკვებით არ გაუმასპინძლდნენ, მაგრამ სიბრალულის გამო, დივანზე დასვენების უფლება მისცეს.
"მომწონს, საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ყველა გადაწყვეტილებას მესაზღვრეები ადგილზე იღებენ. 14 საათი სადაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ, ხანდახან ბოდიშსაც კი იხდიდნენ, რომ თვითონ არ იცოდნენ და პასუხს სადღაც ზემოდან ელოდებოდნენ. საბოლოო ჯამში უარყოფა", - წერს ის.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლება ჟურნალისტებს საქართველოში არ უშვებს. ცოტა ხნის წინ საზღვრიდან გააბრუნეს "დოჟდის" ჟურნალისტიც.