"გუშინ საღამოს 10 საათზე მარიანას გოგონა შეეძინა!" - ორსული მარიუპოლის დაბომბილი სამშობიაროდან

გამოქვეყნდა:

"გუშინ საღამოს 10 საათზე მარიანას გოგონა შეეძინა!" - ინფორმაციას ჟურნალისტი ოლგა ტოკარიუკი ავრცელებს.

საუბარია ახალგაზრდა ქალზე, რომლის ფოტომაც მთელი მსოფლიო მოიარა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ.

ტოკარიუკის ინფორმაციით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მარიუპოლში ძალიან ცივა და ქალაქი ისევ მუდმივად იბომბება.

მარიუპოლში საავადმყოფო რუსებმა 9 მარტს დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი