სააკაშვილი უკრაინის საჯარო მოხელეა და საქართველოს საქმეებში არ უნდა ერეოდეს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საჯარო მოხელეა და სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში არ უნდა ერეოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარემ უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მდინარაძე ამბობს, რომ იგორ დოლგოვს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა. მისი შეფასებით, ელჩს ადეკვატური
რეაქცია ჰქონდა. 

იყო ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, მათ შორის უკრაინის ელჩთან, რომ არსებობს მათ ქვეყანაში ადამიანი, ჩვენს მეგობარ ქვეყანაშიმ ხაზგასმით ვამბობ, ადამიანი, რომელიც არღვევს დაწერილ და დაუწერელ წესებს. იმიტომ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, ვერ და არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით და ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მისი რეაქცია ადეკვატური იყო. ვერცერთ დიპლომატს, ვერცერთ პოლიტიკოსს, ვერცერთ წარმომადგენელს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა, განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით ვერ ექნება - ამბობს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ შვიდ მაისს დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი