"საქართველო თავს იცავდა აგრესორი სახელმწიფოსგან და არც ერთი სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია" | ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება და გზავნილი ვლადიმერ პუტინს. უკრაინაში შეჭრა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს შესაძლოა ტრიბუნალის ფასი დაუჯდეს.

2008 წლის ომთან დაკავშირებით კი პროკურორ კარიმ ხანის პოზიცია ცალსახა და მკაფიოა. საქართველო თავს იცავდა აგრესორი სახელმწიფოსგან და არც ერთი სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია.

გადაწყვეტილებასთან ერთად გაცემულია დაპატიმრების ორდერი საუკუპაციო რეჟიმის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა კიდევ უფრო ხისტი ყოფილიყო და რომ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლიდერების ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, შესაძლოა ბრალდებულთა შორის კრმილის ლიდერებიც ყოფილიყვნენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი