ქართველი ხალხის მიმართვა სტრატეგიული მოკავშირეების უმაღლეს პირებს. აგრესორი სახელმწიფოს ღია მხარდაჭერის შემდეგ, საზოგადოება ოლიგარქ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, რომელიც საქართველოში კრემლის მთავარი დასაყრდენია.
ბრალდებებისა და ფაქტების ჩამონათვალი ვრცელია, რის გამოც ივანიშვილთან ერთად ქართული საზოგადოების შავ სიაში მისი გარემოცვის წევრები მოხვდნენ.
პირველ რიგში, ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული პოზიცია, რომელიც ღიად მიუთითებს, რომ პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკის ავტორები, კვლავ კრემლის ლიდერის დაკვეთას ასრულებენ, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისა და დასავლეთთან დისტანცირების ხარჯზე.