პუტინისა და კადიროვის მოკლული ჟურნალისტები და პოლიტიკოსები

გამოქვეყნდა:

როგორც მაღაროელი ჩადის მაღაროში და უშვებს, რომ იქიდან შეიძლება ცოცხალი ვერ დაბრუნდეს, დაახლოებით ასე არიან ჟურნალისტები რუსეთში - ჟურნალისტობა რუსეთში რისკებთან არის დაკავშირებული. რუსეთის პოლიტიკური ელიტა თავიდან იცილებს ყველას, ვინც მის გემოვნებაში არ ჯდება, უფრო სწორად, ყველას, ვინც მის დასნებოვნებულ ორგანიზმში ანტისხეულად შეიჭრება.

ანა პოლიტკოვსკაია, სერგეი სკრიპალი, ბორის ნემცოვი, ალექსანდრე ლიტვინენკო  - ეს იმ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა უმცირესი ჩამონათვალია, რომლებიც პუტინისა და მისი მარჯვენა ხელის, რამზან კადიროვის რეჟიმს ემსხვერპლნენ.

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორმოცდაათზე მეტი ჟურნალისტი პოლიტიკური მოტივით მოკლეს. 

ყველა, ვინც ამ იმთავითვე რისკიან საქმეს, ანუ პუტინის პირდაპირ და მოურიდებელ კრიტიკას ეჭიდება, სასწორზე დებს სიმშვიდეს, კეთილდღეობასა და ყველაზე მთავარს - საკუთარ და საკუთარი ახლობლების სიცოცხლეს.

2020 წლის სამ თებერვალს, რამზან კადიროვის დაკვეთით საფრანგეთში მოკლეს პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილი ბლოგერი, იმრან ალიევი. შვედეთში მცხოვრები ტუმსო აბდურახმანოვი კი სიკვდილს გადაურჩა.

სახელმწიფო უსაფრთხოების ჭრილში, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩვენი მთავრობა "ეფესბეს" ოპერაციას არ იმჩნევს. 2015 წელს, სწორედ რამზან კადიროვის დაკვეთით თავს დაესხნენ რუსეთის მწვავე კრიტიკოსს, ზელიმხან ხანგოშვილს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიუხედავად ამისა, სუს-მა ხანგოშვილის დაცვაზე უარი განაცხადა, რის გამოც ხანგოშვილს ქვეყნის დატოვება მოუწია. 23 აგვისტოს კი ის გერმანიაში, კადიროვის დაქირავებულმა ქილერმა მოკლა.

რამზან კადიროვის ძალადობრივი მეთოდები საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთების მიზეზი არაერთხელ გამხდარა.

ჩეჩნეთის ლიდერის დავალებთ გროზნოდან უფლებადამცველი ნატლია ესტემიროვა გაიტაცეს და ინგუშეთში მოკლეს, ასეთი ფაქტების გამო.

კადიროვის პირდაპირი მუქარით, წესით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესებულიყო, მაგრამ 2012 წლიდან „სუსი“ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებისა და მიტაცებული სახელმწიფო ქონების უსაფრთხოებას უზრუნველყოს.

 

ავტორი: ბექა ყორშია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი