რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ის აგრესორებმა გუშინ, მერიის შენობიდან გაიტაცეს.
ამ წუთებში ქალაქში ოკუპანტების მიერ მიტაცებულ შენობასთან ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ივან ფიოდოროვის გათავისუფლებას ითხოვენ.
მერის გათავისუფლება მოითხოვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.