რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი გაიტაცეს. 10-კაციანმა ჯგუფმა ივან ფიოდოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და კრიზისული მართვის ცენტრიდან გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.