"რუსული არმიის დანაკარგის დინამიკამ ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მტერს ყველაზე დიდი დარტყმა მივაყენეთ, მსგავსი წინააღმდეგობა და დანაკარგი რუსეთს არცერთ ომში არ მიუღია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ოკუპანტებს ომის გაგრძელების სურვილი გაუქრონ.
"შემოჭრის დღიდან ჩვენმა არმიამ მტრის 31 ბატალიონი გაანეიტრალა. რუსი სამხედროები ტყვედ უკვე არა ცალ-ცალკე, არამედ, ჯგუფურად ბარდებიან. ისინი ცდილობენ უკრაინიდან სამშობლოში ცოცხლები დაბრუნდნენ. წარმოუდგენელია მტრის სამხედრო დანაკარგი, უკვე 360-ზე მეტი ტანკია განადგურებული, 1205 ჯავშანტრანსპორტიორი, ეს კიდევ არასრული ინფორმაციაა, 60-ზე მეტი თვითმფრინავი და 80-ზე მეტი ვერტმფრენი, ასობით სხვა სამხედრო ტექნიკა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი სამხედრო ტექნიკა, რაც რუსეთმა 17 დღეში დაკარგა", - განაცხადა ზელენსკიმ.