უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, რუსი ოლიგარქი და საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი პრემიერლიგამ თანამდებობიდან მოხსნა.
როგორც პრემიერლიგის განცხადებაში წერია, აბრამოვიჩის დისკვალიფიკაცია "არ იმოქმედებს კლუბის ვარჯიშებსა და თამაშებზე".
რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან კავშირის გამო დიდმა ბრიტანეთმა აბრამოვიჩს სანქციები 10 მარტს დაუწესა.