დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს და კიდევ 6 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა.

რუსი მილიარდერი ერთ-ერთია შვიდი რუსი ოლიგარქიდან, რომელთა აქტივები გაყინულია.

დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში, რომელიც ინტერნეტშია გამოქვეყნებული, აბრამოვიჩი აღწერილია, როგორც "კრემლის ოლიგარქი", რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

აბრამოვიჩის გარდა, სანქცირებულია როსნეფტის ხელმძღვანელს იგორ სეჩინი,  გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერიVTB-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე დერიპასკა, ლებედევი,
და ტოკარევი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი