ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ, უკრაინის შეიარაღება საშიში ნაბიჯია და კოლონებს ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს - რიაბკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის დასავლური იარაღით მომარაგება ართულებს სიტუაციას, ეს იარაღის კოლონებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი:

„ჩვენ გავაფრთხილეთ შეერთებული შტატები, რომ უკრაინის შეიარაღება რიგი ქვეყნებიდან არის არა მხოლოდ საშიში ნაბიჯი, არამედ ქმედება, რომელიც შესაბამის კოლონებს ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს"- ამბობს ის.

რუსი მაღალჩინოსანი, ვითარების ესკალაციაში აშშ-ს ადანაშაულებს.

"ეს არის შეერთებული შტატები, რომელიც არის მაქსიმალური დაძაბულობის წყარო საერთაშორისო პლატფორმებზე. მე არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი მატერიალური თვალსაზრისით, მხარს უჭერენ კიევის კრიმინალურ რეჟიმს", - აცხადებს ლავროვის მოადგილე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი