მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, რომელიც 11 მარტს გაიტაცეს, ცოცხალია, მაგრამ ოკუპანტები აწამებენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო მედიასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია და საფრანგეთი უნდა ჩაერიონ ამ საკითხში და პუტინი აიძულონ,რ ომ მერი გაათავისუფლოს.
ოკუპანტებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი გუშინ, 11 მარტს გაიტაცეს. ფიოდოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და კრიზისული მართვის ცენტრიდან გაიყვანეს.