
აშშ-ს ჰელსინკის კომისია, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ დაასახელოს უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან მთავარ მოკავშირეებად (MNNA) და გააძლიეროს აშშ-ს მხარდაჭერა ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ.
"მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერდა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა, ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას",- წერია წერილში.
გამოცემა Foreign Policy წერს, რო, MNNA სტატუსის მინიჭება იქნება მხარდაჭერის მძლავრი სიგნალი როგორც კიევის, ისე თბილისის მიმართ. NATO-ს წევრობისგან განსხვავებით, აღნიშნული არ შეიცავს ორმხრივ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ვალდებულებებს.
როგორც წესი, ამ სტატუსს იღებენ ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ NATO-ში გაწევრიანების ამბიცია, ან პერსპექტივა.