უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერმინისტრს, ნაფტალი ბენეტს სთხოვს დახმარებას, მელიტოპოლის გატაცებული მერის გათავისუფლებაში. ამის შესახებ ზელენსკის ტვიტერზე ვრცელდება ინფორმაცია.
ივან ფიოდოროვის გარდა, უკრაინის პრეზიდენტი ბენეტისგან ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი სხვა უკრაინელების გათავისუფლებაში დახმარებასაც ითხოვს.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი გუშინ, 11 მარტს გაიტაცეს. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, ის ცოცხალია და რუსები აწამებენ.
ფიოდოროვის გატაცების შემდეგ, მელიტოპოლში ოკუპანტებმა "მერის" მოვალეობის შემსრულებელი დანიშნეს.