
"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ენმ-ის ოფისებზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული "საზოგადოების რეაქციაა მათ მოღალატეობრივ საქციელზე".
"ბევრგან მე დღეს გავიგე, რომ მიწერილი აქვს მე-5 კოლონა ნაცმოძრაობის ოფისს. შესაბამისად, ეს იყო საზოგადოების რეაქცია და საზოგადოება, მათ შორის არჩევნებზე, თუ მის უფლებრივ აქტივობებში სცემს პასუხს ასეთ მოღალატეობრივ საქციელს",- თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გორსა და კასპში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისები წითლად შეღებეს.
გორისა და კასპის გარდა, ენმ-ს ოფისები თბილისშიც დააზიანეს. უცნობმა პირებმა ავჭალაში, ვარკეთილსა და მუხიანში ენმ-ის ოფისების ფასადებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს და წითლად შეღებეს.