სოლოვიოვი უკრაინამ "დააპატიმრა" და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

უკრაინა კრემლის კიდევ ერთ პროპაგანდისტზე აცხადებს საერთაშორისო ძებნას. გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ინფორმაციით,  ძებნა გამოცხადდება ვლადიმერ სოლოვიოვზე.

უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 მარტს,  ლვოვის ლიჩაკოვის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის მოთხოვნა და სოლოვიოვს უკრაინაში დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. 

"დადგინდა, რომ ვლადიმერ სოლოვიოვი სისტემატურად უჭერდა მხარს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინაში შეჭრის შესახებ და მოუწოდებდა მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ,  მათ შორის სამხედრო მოქმედებებით სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ." ნათქვამია განცხადებაში.

გამომძიებლებმა სოლოვიოვის საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად საჭირო დოკუმენტები შეაგროვეს, რომლებსაც მალე უცხოელ კოლეგებს გადაუგზავნიან.

შეგახსენებთ, უკრაინამ უკვე გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა თინა კანდელაკსა და მარგარიტა სიმონიანზე უკვე გამოაცხადა. სოლოვიოვს კი სანქციები ამოქმედებისთანავე ჩამოერთვა ვილა კომოს ტბაზე. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი