
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს ჩინეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია.
მისივე თქმით, რუსეთის გეგმები უკრაინის "სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით თავდაპირველი გეგმის შესაბამისად "სრულად განხორციელდება".
სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გავრეცელებული ინფორმაცია დღეს ჩინეთმაც უარყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინფორმაციას "ამერიკული მხარის მიერ გავრცელებული" დეზინფორმაცია უწოდა.
ცნობისთვის, 13 მარტს ამერიკულმა მედიასაშუალებებმა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელეს, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობისა და "სხვა დახმარების" უზრუნველყოფა სთხოვა უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად. თეთრ სახლს ამ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.