თუ კადიროვმა გიორგი გაბუნიას მკვლელობა შეუკვეთა, აშშ-მ სანქციები ხელმეორედ უნდა დაუწესოს - ამერიკული პრესა

გამოქვეყნდა:

თუ  რამზან კადიროვმა  გიორგი გაბუნიას მკვლელობა შეუკვეთა, შეერთებულმა შტატებმა კადიროვსა და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები ხელმეორედ უნდა დაუწესოს - ამის შესახებ წერს ჟურნალისტი ტომ როგანი "ვაშინგტონ იგზამინერში''. 

ჟურნალისტის აზრით, შეერთებულმა შტატებმა ვითრების გასარკვევად პირველ რიგში უკრაინულ მხარეს უნდა მიმართოს, რადგან თბილისში სწორედ კიევის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოკოვი კადიროვის დავალებას ასრულებდა და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა. ტომ როგანი ფაქტებით ცდილობს დაადასტუროს, რომ შეკვეთილი მკვლელობის ამბავი სულაც არ არის მოგონილი ვერსია.

მას შემდეგ, რაც გაბუნიამ 2019 წელს  პუტინისა და მისი მშობლების მიმართ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, კადიროვი მას დაემუქრა. ის მოხერხებულია მკვლელია, რომლის მკვლელობების სერიაც დოკუმენტებით არის დადასტურებული. ცნობილია მისი დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერს აკრიტიკებენ. ამასთან, კადიროვი პუტინის ხელის ბიჭია, ხოლო როცა პუტინს შურაცხყოფენ, მისი დამცველია.

კადიროვი მოხარულია, როცა პუტინის დავალებებს ასრულებს, რაც გამოიხატება 2015 წელს - ბორის ნემცოვისა და 2019 წელს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობებში. ეს ფაქტები კი დამაჯერებლობას მატებს ვარაუდს, რომ გაბუნიას საქმე სწორედ კადიროვთანაა დაკავშირებული.  თუ კადიროვს ამის გამო საქნციებს დაუწესებენ, ის სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოექცევა, მით უმეტეს მაშინ, როცა რესპუბლიკელებმა წარმომადგენლობით პალატაში პუტინის კავშირებისა და აგრესიის წინააღმდეგ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს, - ვკითხულობთ "ვაშინგტონ იგზამინერში" გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი