სუს-ი საზოგადოებას გაბუნიას საქმეზე საჯარო განხილვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებების გაკეთებას დამაზიანებლად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ოპოზიცია და არასმთავრობო ორიგანიზაციები გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ.

სუს-ში გუშინ ყველას მოუწოდეს, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებებიდან ნახევრად დადასტურებული ინფორმაცია ბევრ კითხვას აჩენს, რაც, მათი აზრით, მიუთითებს, რომ კადიროვი რეალურად მოქმედებდა საქართველოში.

მაქსიმალურად ჩაკეტილია ინფორმაცია, მათ ნაცვლად სხვა წყაროებით ხდება ინფორმაციის გამოჟონვა და ამის შემდგომ ნახევრად ადასტურებს ან მიყვება ამ პროცესებს ჩვენი საგამოძიებო უწყება, ეს დამატებით კითხვებს აჩენს და ჩვენ გვიმყარებს ეჭვებს, რომ აქ კადიროვი მოქმედებდა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო დეტალების გასაჯაროებას მათგან არავინ ითხოვს, თუმცა ისინი ვალდებულები არიან, რომ ზოგადი ინფორმაცია მაინც მიაწოდონ საზოგადოებას. 

ჩვენ ასე თუ ისე, მაინც გავიგებთ, მივიღებთ ამ ინფორმაციას და მათთვის იყო უმჯობესი მიგვეღო ის თვითონ სუს-სგან, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, - ამბობს გივი თარგამაძე.  

ოპოზიციის თქმით, სუს-ს ყველა შემთხვევაში მოუწევს ამ საქმეზე ინფორმაციის გაცემა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი