სამწუხაროდ, პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი, გაუგებრობაში აღმოჩნდა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "შეცდომაშია შეყვანილი", თუმცა ვისი მხრიდანაა შეყვანილი შეცდომაში, ამ კითხვას ღარიბაშვილი ვეღარ პასუხობს.

"როგორც ჩანს, უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი ამ გაურკვევლობაში, გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა და პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის აზრით, სალომე ზურაბიშვილის მიზანია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. 

"ოცნება" ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა იძულებულია უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი