
პრემიერი ღარიბაშვილი სატელევიზიო კომენტარების შემდეგ, ამჯერად ფეისბუქზე ავრცელებს მოკლე განცხადებას და წერს, რომ კონსტიტუციური წესრიგი უზენაესია და ამ საკითხში "ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება" დაუშვებელია.
"დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ინსტიტუტის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია." წერს ღარიბაშვილი
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. პრეზიდენტს მმართველი გუნდი კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
იხილეთ ასევე: