
უკრაინული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, რამზან კადიროვმა Telegram-ის საკუთარ არხზე გროზნოში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის ხვდება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს, რომელიც გროზნოში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ჩრდილოეთ-ცენტრალურ ფედერალურ ოლქში იური ჩაიიკას.
ვიდეოებით დასტურდება, რომ კადიროვი უკრაინაში აღარ იმყოფება.
ინფორმაცია, რომ მან ერთ დღეში დატოვა უკრაინა გუშინვე გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის უკრაინაში ჩავიდა, თუმცა სარდაფში იმალებოდა და თავისი რაზმის წევრებს იქიდან აძლევდა მითითებებს. ერთ-ერთი ასეთი მითითება უკრიანის შს მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, ბავშვების გატაცება იყო.
ამავე თემაზე: