"გავრილოვის ღამეს" დაზარალებულთა ინტერესების დასაცავად "საია" სასამართლოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამი დაზარალებულის ინტერესებს იცავს. "საია" მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ სასამართლო ობიექტური იქნება, მათ ყველა მტკიცებულება აქვთ სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

ჩვენ გვყავს პირები, ვინც მიიღეს დაზიანება, მათ დაკარგეს მხედველობა, დაკარგეს თვალი... ფეხის ამპუტირებას ჰქონდა ადგილი, ასევე - სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს და ყველა ამ ადამიანების ინტერესების დაცვის მიზნით, უკვე აქტიურად დავიწყეთ სასამართლოში სარჩელის შეტანა, - ამბობს საია-ს ადვოკატი მარიკა დუმბაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი