"სიმართლე არაა, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს... ჩვენ ჩვენი სანქციები გვაქვს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი CNN-თან ინტერვიუში საუბრობს.
სიმართლე არაა, რომ საქართველო არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს. საქართველოს აქვს თავისი სანქციები - ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არ გვყავს მოკავშირეები რუსეთში და ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.
ჩვენ განსხვავებული სიტუაცია გვაქვს უმეტეს ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენზე არ ვრცელდება NATO-ს მე-5 მუხლი, ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვართ, მაგრამ ძალიან სოლიდარულები ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების, - ამბობს ზურაბიშვილი.
ინტერვიუსას სალომე ზურაბუშვილმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთიდან საქართველოში ის ადამიანები შემოდიან, რომლებიც პუტინის მხარდამჭერები არ არიან:
"პირველ რიგში რუსები, რომლებიც აქ შემოდიან, არ არიან პუტინის მხარდამჭერები. ისინი ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ. მეორეს მხრივ, მე ვეწინააღმდეგები ეთნიკური დისკრიმინაციის იდეას. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის დამოკიდებულება, მათ შორის არც ომის დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს არის არგუმენტი, რომელსაც რუსეთი იყენებს",-თქვა ზურაბიშვილმა.