"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინტერვიუ პუტინის ყოფილ მრჩეველთან 

გამოქვეყნდა:

"ამ დრომდე დაწესებული სანქციები და რბილი პოლიტიკა ვერ შეაჩერებს იმ მოქმედებებს, რასაც პუტინი უკრაინაში ახორციელებს", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა და ვაშინგტონში უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა, მთავარ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

პუტინის ყოფილი მრჩევლის განცხადებები სრულად:

- ამ დრომდე დაწესებული სანქციები და რბილი პოლიტიკა ვერ შეაჩერებს იმ მოქმედებებს, რასაც პუტინი უკრაინაში ახორციელებს. სამხედრო მოქმედებები და ომი, მხოლოდ მილიტარისტული ინტერვენციით შეიძლება რომ შეწყდეს, არ არსებობს სხვა გზა. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ისტორიაში. მაგალითად, 2008 წელს, 11 აგვსტოს რუსუთის ჯარებმა სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და დაღესტანში მიიღეს თბილისის აღების ბრძანება და მართლაც, რუსეთის ჯარებმა დაიწყე დედაქალაქისკენ სვლა.

რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ დროს, პირველი-თბილისში ჩამოვიდნენ 5 ქვეყნის ლიდერები საქართველოსთვის სიმბოლური, მაგრამ საჭირო მხარდაჭერის გამოსაცხადებლად და ქუჩაში გამოსულ მილიონამდე ქართველს შეუერთდნენ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იმ დროს მოხდა ქართულ ჯარს უკავშირდება, რომლებიც ბრძოლის ველზე არ დანებდა და ბოლომდე იბრძოდა.

მესამე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილება შავ ზღვაშ ამერიკული ხომალდის შეყვანა და რუმინეთსა და თურქეში ამერიკული ჯარების დისლოცირება. 11 აგვისტოს საღამოს, ვაშინგტონის დროით ბუშმა გაახმოვანა ეს გადაწყვეტილებები, ხოლო უკვე 12 აგვისტოს, შუადღის პირველი საათისთვის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და თბილისის აღებაზე რუსეთმა ხელი აიღო.

აი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა თუ რა ძალის მქონეა ამერიკის მხრიდან დროული ინტერვენცია, როცა საქმე ომის შეჭერებას ეხება. ამ მაგალითს ახლა, ამერიკის მხრიდან ვერ ვხედავთ და ეს, ვერც 2014-ში ვერ დავინახეთ. უარი სამხედრო ინტერვენციაზე ნიშნავს, რომ რუსეთის მილიტარისტული აგრესია ისევ გაგრძელდება.

- ღალატი, ამ ერთი სიტყვით დავახასიათებ საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისადმი. 2008 წელს, პრეზიდენტმა იუშენკომ არამხოლოდ 5 მეგობარი ქვეყნების ლიდერების თბილისში ჩამოსვლას გაუწია ორგანიზება, არამედ უკრაინის მთავრობამ და უკრაინელმა ხალხა უზარმაზარი დახმარება აღმოუჩინა იმ დროს საქართველოს როგორც სიმბოლურ-პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკულადაც. უკრაინის ჯარმა მონაწილეობა მიიღო თქვენს ომში, განსაკუთრებით ავიაიერიშებში და მათ ჩამოაგდეს კიდევ რუსული თვიმფრინავები. უკრაინელების კონტრიბუცია თქვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენტიტეტის დაცვაში მნიშვნელოვანი იყო 14 წლის წინ.

საქართველოს მოქმედი მთარვობის მხრიდან, უკრაინისთვის რეალური დახმარების გაწევაზე უარის თქმა არის ნამდვილი ღალატი. თუკი დავუშვებთ, რომ პუტინი საკუთარ მიზანს მიაღწევს უკრაინაში, შემდეგი იქნება საქართველო და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორც შეიძლება, რომ ეს გარემობა არ იყოს ცხადი ზრდასრული ადამიანებისთვის საქართველოს ხელისუფლებაში. 

- ნებისმიერ კეთილგონიერ მთავრობას, მზად უნდა ჰქონდეს გეგმა იმ შემთხვევისთვის, როდესაც მის საზღვარს ათასობით მოქალაქე კვეთს იმ ქვეყნის, რომელსაც შენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ახლა დასავლეთი ძალიან დაკავებულია რუსეთითა და ბელარუსით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი დაიწყებს სანქცირებული ადამიანებისა და მათი ბიზნესის სხვა ქვეყნებში გატანის ტრაქეტორიის შესწავლას და ეს შესაძლოა გახდეს საფუძველი სანქციების სიის გაფართოების, რომელიც მოიცავს იმ ქვეყანას, რომლებმაც სანქცირებულ პირების ბიზნეს საქმიანობას უმასპინძლეს.

ამიტომ ძალიან სარისკოა ვითარება, როცა რუსული ბიზნესი საქართველოში შემოდის, ასეთ დროს დასავლეთის სანქციების ქვეშ შესაძლოა არამხოლოდ რუსული ბიზნესი, არამედ ქართულიც მოექცეს და ეს იქნება დამაზიანებელი სრულიად ქვეყნისთვის. ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც რუსულ ბიზნეს გზას უხსნიან საქართველოში, ცეცხლს ეთამაშებიან. 

- ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი მართალი იყო ბოლო წლების მანძილზე, მათ შორის 2008-ში, როდესაც მუდმივად აფრთხილებდა დასავლეთის ლიდერებს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შესახებ და მართალი იყო, როცა იმავეს ამბობდა უკრაინის კონტექსტშიც. მან 2008 საქართველოში ჩამოიყვანა კონდოლიზა რაისი და ის გორის სიახლოვეს, ოსეთის საზღვარზე მიიყვანა, რუსეთის შეჭრამდე 1 თვით ადრე და ამის შემდეგ, ყოველთვის საუბრობდა მოსკოვის გეგმებზე ყირიმისა და სამხრეთ უკრაინაში შეჭრის შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინისთვის, საქართველოსა და სრულიად მსოფლიოსთვის ასეთ კრიტიკულ მომენტში, მიხეილ სააკაშვილი არ არის თავისუფალი ადამიანი. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ნათელი და მამაცი გონება ვერ მონაწილეობს ამ ვითარებაში. 

პრობლემა ივანიშვილთან დაკავშირებით იმდენად არ წარმოადგენს მის კავშირებს პუტინთან და გარიგებებს კრემლში, რამდენადაც მისი მენტალობა და ის თუ როგორ ხედავს ის საქართველოს განვითარებას. ის საქართველოს თავის საკუთრებად მიიჩნევს და კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში ის თავის საქართველოს ბოროტის მხარეს ანთავსებს. ესაა სწორედ პრობლემა, ის საქართველოს ისტორიული განვითარების არასწორ მხარეს აყენებს, მისი ფული, საქართველოს შიდა პოლიტიკაში თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ ევოლუციაში ძალიან უარყოფით როლს ასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი