ომის 21-ე დღე - რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ 

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ უტევენ. კიევში, ოდესაში, ჟიტომირსა და ლვოვის ოლქში განგაშის სიგნალი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო.

რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ხარკოვია, რომლის ქუჩებშიც მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, განხორციელდა ორი მძლავრი სარაკეტო დარტყმაც.

ზღვიდან სარაკეტო იერიში აგრესორებმა ქალაქ მარიოპულზეც მიიტანეს. ბომბები ჩამოყარეს ნიკოპოლსა და ალექსიევკას შორისაც, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეტევა მიიტანეს ასევე კიევის ვინოგრადარის რაიონში.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მტერს გასული დღე-ღამის განმავლობაში წინსვლა არ ჰქონია. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ტექნიკასთან ერთად, ასობით ჯარისკაცი, მათ შორის ერთი გენერალი დაკარგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი