რუსი ოკუპანტები ძარცვავენ ჩერნობილს - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქში მდებარე ყველა საწარმოს ოფისი გაძარცვეს. გაიტანეს საოფისე ტექნიკა, სპეცტანსაცმელი, ასევე გაანადგურეს საწარმოების ტერიტორიაზე დარჩენილი მანქანები. მათივე ცნობით, ამჟამად ქალაქში შუქი არ არის და 300-მდე ადამიანია დარჩენილი.
შეგახსენებთ, ჩენრობილის დახურულ ზონაში, ატომურ ელექტროსადგურს ოკუპანტები აკონტროლებენ. სადგურს რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ ჰქონდა, რის გამოც არსებობდა საშიშროება გაგრილების სისტემა გათიშულიყო და რადიაციას გაეჟონა, თუმცა ამჟამად, სადგურზე ელექტროენერგია ჩართულია.