
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს თქმით, ჩერნობილის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. მისივე ინფორმაციით, გაგრილების სისტემა კვლავ სარეზერვო კვების გარეშე იმუშავებს.
ჩერნობილის ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა 9 მარტს გაჩნდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობდა.
24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. მას შემდეგ მათ პერსონალი მძევლად ჰყავთ აყვანილი.