ჩვენმა არმიამ მტრის ქვედანაყოფებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა, მათ გადაჯგუფების საშუალებას არ აძლევენ - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამხედრო მაღალჩინოსნები ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებენ.

მისი თქმით, უკრაინულმა არმიამ რუსი ოკუპანტების ქვედანაყოფებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა, რის შედეგადაც განადგურებულია მტრის სულ მცირე 3 ვერტმფრენი, 1 თვითმფრინავი და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა.

"ომის 21-ე დღეს უკრაინის ხელისუფლება და სამხედრო მაღალჩინოსნები, ვითარებას აკონტროლებენ. ჩვენმა სამხედროებმა, რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს. ასევე, ჩვენმა არმიამ მტრის ქვედანაყოფებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. რუსებმა დაკარგეს სულ მცირე სამი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა. ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტებზე იერიშები ისკანდერით რამდენიმე მიმართულებით მიიტანეს, დაზიანებულია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ჩვენი ჯარისკაცები მტერს გადაჯგუფების საშუალებას არ აძლევენ", - ამბობს ალექსეი არესტოვიჩი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი