ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაშია

გამოქვეყნდა:

აუცილებლად შედგება სამხედრო ტრიბუნალი. თითოეული ადამიანი ვინც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და ტერორი მოაწყო აუცილებლად დაისჯება - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ახალ ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამ თემაზე აქტიურად მუშაობს უკრაინის პროკურატურა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სასამართლოებში დაწყებულ გამოძიებებსაც. ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება ჰააგის სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი:

"ძვირფასო  უკრაინელებო ოკუპანტების პასუხისგების საკითხის დაყენებაზე მუშაობა აქტიურად დავიწყეთ. აუცილებლად შედგება სამხედრო ტრიბუნალი. თითოეული ადამიანი ვინც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და ტერორი მოაწყო აუცილებლად დაისჯება. უკრაინის პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა აქტიური მუშაობა უკვე დაიწყეს. ამასთან მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამომძიებელთა ჯგუფმა დეტალების შესწავლა უკვე დაიწყეს. ჩვენი სამართალდამცველები და უცხოელი გამომძიებლები რუსული დანაშაულის დამამტკიცებელ დეტალებს უკვე აგროვებენ. დღეს ჰააგის სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს ვესაუბრე, ის უკვე უკრაინაშია და საქმიანობას შეუდგა. ოკუპანტებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევთ." ამბობს ზელენსკი

შეგახსენებთ, კარიმ ხანი ის პროკურორია, რომელმაც  აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების  ორდერები გასცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი