"არავინ უნდა დაეყრდნოს ფაქტს, რომ რუსეთ- უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება რუსეთთან ერთი ბიზნესის ჩვეულებრივ წარმოება" - აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ანდრეი კასიანოვი.
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა დღეს ღიად აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შემდეგ, დასავლეთი საქართველოსგან განსხვავებულ პოზიციას და ახალ ნაბიჯებს ელის.
"ევროკავშირმა უკვე აჩვენა ერთობა და განსხვავებული ეკონომიკური ინტერესების მიუხედავად , ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ სანქციების სრულ პაკეტზე, რუსეთის წინააღმდეგ. არავინ უნდა დაეყრდნოს ფაქტს, რომ რუსეთ- უკრაინის ომის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება რუსეთთან ერთი ბიზნესის ჩვეულებრივ წარმოება, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ ეს არ მოხდება, ევროკომისიამ მიიღო კონკრეტული ინსტრუქციები, როგორც უკრაინის, ისე მოლდოვისა და საქართველოს წევრობის განაცხადებზე, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის სხვა სტრუქტურებში არის მოლოდინი, რომ წევრობის ინსპირატი ქვეყნები, უნდა იყვნენ ევროკავშირის სანქციების და უსაფრთხოების პოლიტიკის წევრები ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული იქნება ახალი ნაბიჯები." - ამბობს ანდრეი კასიანოვი
ლიეტუვისა და გერმანიის ელჩები ამბობენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების მიღების საკითხზე მმართველ გუნდთან უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ.
"ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც იზიარებს, დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოებას ევროკავშირის სანქციების მიღებით ჩვენ პატივს ვცემთ, ნებისმიერი ქვეყნის გადაწყვეტილებას , თითოეულ მათგანს განსხვავებული არგუმენტი აქვთ, ვაგრძელებთ ხელისუფლებასთან საუბარს და იმედია, რაიმე ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივალთ". - ამბობს ანდრიუს კალინდრა
დღეს, ირაკლი კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.