პოლონეთის პრემიერი დღეს ბათუმში ღარიბაშვილს შეხვდება, საუბარი რუსეთის მიმართ სანქციებსაც შეეხება

გამოქვეყნდა:

დღეს, 17 მარტს საქართველოში პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიცკი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ის ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

პოლონეთის მთავრობის თანახამად, პრემიერები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განცხადებას. 

გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის მეთაური რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზეც ისაუბრებს. ასევე განიხილება ეკონომიკური სანქციების გავლენა ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას და მიმდინარე მიგრაციულ ვითარებას.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი