მთავრობის შეცვლის შემდეგ, რუსებს აქ ნაყიდი ბინები ჩამოერთმევათ და ფული უკრაინაში გადაირიცხება - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინების ყიდვას გამოეხმაურა და თქვა, რომ როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, მათ ეს ქონება ჩამოერთმევათ, ფული კი უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება. 

"იმ რუსებზე მინდა ვთქვა, ვინც ყიდულობენ მასობრივად ბინებს საქართველოში. რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეიცვლება, საერთოდ პუტინი რომ მოშორდება, წააგებს ამ ომს, ბევრი ცუდი ტიპი მოშორდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ესენი მოშორდებიან. მაგრამ, ეს ახლა ვინც მასობრივად ყიდულობს ბინებს, რუსებს, მე ვაძლევ მათ გარანტიას, რომ მათ ეს ბინები ჩამოერთმევათ, ეს ბინები გაიყიდება, და ეს ფული გადაირიცხება უკრაინაში [...] ჩვენ არ გვჭირდება რუსეთიდან მოპარული ფულით აქ ნაყიდი ბინები, რატომ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვჭირდება აქ რუსული ეთნიკური უმცირესობა, კიდევ კარგი, რუსული ეთნიკური უმცირესობა არ გვყავს, ეს არის ყოველთვის პირველი საბაბი რომელიმე ქვეყანაში შესვლის, კუდის მოქნევის", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი განცხადებით, რუსებს შეუძლიათ ტურისტებად იყვნენ და მათი ბინების კონფისკაციას ქართული სახელმწიფო მოახდენს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი