
"დასავლეთი ვერ ჩაგვირთავს ამ კონფლიქტში. ჩვენ გვაქვს საკმარისი ინტელექტი, რომ არ ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან ამერიკელები და მათ პარტნიორები დღეს ამ კონფლიქტში გვიბიძგებენ", - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო და ზელენსკის მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას. ის ამტკიცებს, რომ შეთანხმება "სავსებით მისაღებია"
"ზუსტად ვიცი, რუსეთი სთავაზობს უკრაინას, პუტინი ზელენსკის, სავსებით მისაღებ ხელშეკრულებას. დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინა რუსეთთან შეთანხმდეს და ზელენსკიმ, პუტინთან ერთად, ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას. თუ ზელენსკი ამას არ იზამს, დამიჯერეთ, მას მოუწევს ხელის მოწერა კაპიტულაციაზე. რუსეთი ამ ომში არ დამარცხდება" ამბობს ლუკაშენკო იაპონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.