"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში მასთან ერთად წასვლა შესთავაზა, ბოლოს კი სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ, ან სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთება და საქართველოს ხელისუფლების მკაფიო და გასაგები პოზიციის დაფიქსირება ოკუპანტ რუსეთთან მიმართებაში.
პასუხი კი ყველაფერზე იყო უარი - სანქციებზეც, მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებაზეც, უკრაინაში მხარდასაჭერად ჩასვლაზეც და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში, ან პოლონეთში გაშვებაზეც.
ამის შემდეგ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები საერთო ბრიფინგზე დაუშვეს ოპერატორებისა და კამერების გარეშე. ბრიფინგს მხოლოდ სახელმწიფო კანცელარიის ოპერატორი იღებდა. "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ანა ასათიანმა პრემიერს მატეუშ მორავიცკის დაუსვა შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით , მაგრამ სანამ პოლონეთის პრემიერი ჟურნალისტს პასუხს გასცემდა, საქართველოს პრემიერმინისტრმა მას ხელი მოკიდა და ბრიფინგების ოთახიდან გაიყვანა, კანცელარიის ოპერატორმა კი სიგნალი გათიშა.
ამის შემდეგ ჟურნალისტებს წესით კიდევ ჰქონდათ შანსი კითხვა დაესვათ მორავიცკისთვის, ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნაზე, მაგრამ მედია პრემიერებისგან იმდენად შორს დააყენეს რომ ეს შეუძლებელი გახდა.
იხილეთ ასევე: