პუტინი ჩეჩნეთ-საქართველოს გზის მშენებლობას აანონსებს | ახალი საფრთხე ოკუპანტისგან

გამოქვეყნდა:

ახალი საფრთხე ოკუპანტი სახელმწიფოსგან. ვლადიმერ პუტინმა გროზნოდან ჩეჩნეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაანონსა.

წლების წინ დაკონსევებული პროექტი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა. რუსეთის უშიშროების საბჭოზე უკვე განაცხადეს, რომ ეს გზა კრემლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რაც საქართველოს უსაფრთხოებას კითხვის ნიშნიშ ქვეშ აყენებს.

ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის პროექტი ახლა გროზნოში ყველაზე აქტიურად განიხილება. რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს თურქეთის სახელმწიფოს უმოკლესი გზით დაუკავშირდეს, გზის არსებული პროექტი, რომელიც გროზნოდან იწყება, გაივლის სოფელ შატოის, შემდეგ მაგისტრალი სოფელ იტუმ კალეს მიმართულებით გრძელდება და საქართველოს ტერიტორიას სოფელ შატილთან უერთდება.

კავკასიის რეგიონში შექმნილი უმძიმესი სამხედრო ვითარებიდან გამომდინარე, ეს გზა განსაკუთრებულ საფრთხეს სწორედ საქართველოსთვის ქმნის. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი