კრემლი მორიგ პროვოკაციას ამზადებს | მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვისა და "ოცნების" საიდუმლო გეგმა გაასაჯაროვა

გამოქვეყნდა:

კრემლი მორიგ პროვოკაციას ამზადებს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა მოსკოვის საიდუმლო გეგმის დეტალები, რომლითაც ოკუპანტი ქვეყანა საქართველოზე ფაქტობრივად სრული გავლენის მოპოვებას ცდილობს.

ამ გეგმის მთავარი მოქმედი ფიგურები რუსული საოკუპაციო არმია და "ქართული ოცნების" მთავრობა არიან. მსხვერპლად კი ქვეყანასთან ერთად მთავარი ოპოზიციური პარტიაც უნდა იქცეს. მიხეილ სააკაშვილმა თავის საჯარო განცხადებაში მიანიშნა იმ ფაქტორებზეც, რომლებითაც დასტურდება, რომ კრემლის გეგმის განხორციელება დაწყებულია და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ გეგმის ფარგლებში აქტიურად მოქმედებს.

კრემლი კიევის დაპყრობის უშედეგო მცდელობების პარალელურად საქართველოში პროვოკაციებს იწყებს. მიზეზი ნეიტრალიტეტია, რომლის გამოცხადებაც პუტინს ჩვენი ქვეყნისგან სურს. ამიტომ კრემლის ახალი გეგმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციების მოწყობაა. ჰყავს სამიზნეც - ქაოსი ოპოზიციას უნდა დაბრალდეს. ასე მართვის სადავეები მეოცნებე ხელისუფლებას დარჩება და მის პოლიტიკურ სიახლოვეს რუსეთთან ვეღარავინ გააკონტროლებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი